1764835987
უცხოეთი
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინას 138 დრონით და „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, უკრაინელებმა რუსების 114 დრონი ჩამოაგდეს.
ოდესის რეგიონის ხელისუფლებამ და მაშველებმა დრონებით მასშტაბური თავდასხმის შესახებ განაცხადეს. შვიდი ადამიანი დაშავდა და თავდასხმა კვლავ ენერგეტიკულ ობიექტზე განხორციელდა.
რუსეთს დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.