Loading data...
უკრაინული მხარის ცნობით, დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

„რუსეთის მიერ დნეპრზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 46 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაშავდა“, - აცხადებს დნეპრის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა. 

განჟას ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი ქალი მძიმე მდგომარეობაშია. 

დაღუპულთა რიცხვი იგივე რჩება - ხუთი ადამიანი. 

ინფორმაციისთვის, უკრაინული მხარის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიშის მისატანად 47 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა