Loading data...
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა ოდესა დაბომბა

13 სექტემბრის დილით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram არხზე იტყობინება. 

ლისაკის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იზრდება დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. 

ლისაკი იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში რამდენიმე უბანში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. უკრაინულმა მხარემ თავდაპირველად 20 ადამიანის დაშავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის ორი ბავშვია.