1791484542
უცხოეთი
უკრაინული მხარე: რუსეთმა კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგოობიექტზე მიიტანა იერიში
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, 8 ოქტომბრის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ კიევის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული ობიექტი დააზიანა.
„კიევის ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ ელექტროენერგიის სწრაფად აღსადგენად. კიევს რუსული დრონები ესხმიან თავს“, - წერს თავის ტელეგრამ არხზე დენის შმიგალი.
მანამდე კი, საინფორმაციო სააგენტო UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიევის მეტროში მატარებლების მოძრაობა იყო შეჩერებული. გაჩერებული იყო ასევე, ექსკალატორებიც.
მოგვიანებით კი, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მეტროს ყველა ხაზზე მატარებლების მოძრაობის აღდგენის შესახებ განაცხადა.