1776847565
უცხოეთი
უკრაინული მხარე: რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების აქტიურად გადაბირებას აგრძელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი აგრძელებს აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების აქტიურად გადაბირებას უკრაინაში საბრძოლველად. ამის შესახებ სიბიგამ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სიბიგა აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები გახშირდა ლათინურ ამერიკაშიც.
„ჩვენ ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რუსეთი აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს“, - აცხადებს სიბიგა.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საბრძოლველად ათასზე მეტი კენიელი გადაიბირა.