Loading data...
უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბური შეტევა რუსეთზე - გამოყენებულია 500-ზე მეტი უპილოტო აპარატი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთზე დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს. მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან 524 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ეს შესაძლოა, ისტორიაში, დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა იყოს. ინფორმაციას ren.tv ავრცელებს. 

ასევე რუსული მხარე იუწყება, რომ დრონების გარდა 5 ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“, 6 საავიაციო ბომბი და HIMARS-ის ორი რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს მოსკოვის მახლობლად მდებარე კუბინკას აეროდრომი, სადაც რუსული საბრძოლო ავიაციაა ბაზირებული. სწორედ ამ აეროდრომებიდან თვითმფრინავებს 9 მაისის აღლუმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

რუსული მხარე იუწყება, რომ მათმა საჰაერო ძალებმა, ასევე რეაქტიულმა არტილერიამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოწინააღმდეგის დრონების გაშვების ადგილები დაბომბეს. ასევე იერიში უპილოტო კატარღების და სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.