Loading data...
უკრაინული დრონების შეტევის გამო რუსეთში 7 აეროპორტი დაიხურა

უკრაინული დრონებით შეტევის გამო რუსეთის 7 ქალაქის აეროპორტები დაიხურა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თვითმფრინავების მიღებისა და გაფრენის შეზღუდვები დაწესდა ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვის და ულიანოვსკის აეროპორტებში. გეგმა „ხალიჩის“ ამოქმედების შესახებ „როსავიაციამ“ განაცხადა.

კალუგის ოლქში შეტევის შემდეგ ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. ვოლგოგრადში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ასევე დრონების შეტევის შესახებ სარატოვის ოლქის გუბერნატორიც იტყობინება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14-15 თებერვალს ღამით ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.