Loading data...
უკრაინული და ამერიკული დელეგაციები 17 იანვარს მაიამიში კონსულტაციებს გამართავენ

აშშ-ში უკრაინის ელჩის ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, 17 იანვარს მაიამიში უკრაინული და ამერიკული დელეგაციები მაიამიში კონსულტაციებს გამართავენ. 

სტეფანიშინას თქმით, უკრაინული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მიზანია ამერიკელ პარტნიორებთან უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიებზე შეთანხმებების დასრულება.

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, ჩვენ ვმუშაობთ ორ ძირითად დოკუმენტზე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 800 მილიარდ დოლარამდეა და რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე“, - განმარტა ელჩმა.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.