უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState: თანდათანობით პოკროვსკის შთანთქმა მიმდინარეობს, რუსები ქალაქში პოზიციებს იკავებენ
„დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკში რუსული ძალები მობილიზებას აგრძელებენ. მტრის სროლა ქალაქში განუწყვეტლივ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState იტყობინება.
როგორც პროექტი DeepState-ს ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსები უკვე აკონტროლებენ პოკროვსკის ტერიტორიას და პოზიციებს იმყარებენ.
DeepState-ის ანალიტიკოსებმა დასძინეს, რომ მტერი ასევე ცდილობს პოკროვსკისა და გრიშინოს შორის არსებულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას.
„ამავდროულად ცდილობენ გრიშინოში შეღწევას“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სპეციალური დანიშნულების რაზმები აქტიურად ატარებენ „გაწმენდით ოპერაციებს“.
DeepState-ის ცნობით, ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი პოკროვსკი დაიკავეს, უკრაინელი ჯარისკაცები კი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე უარყოფს.