Loading data...
უკრაინულ ანალიტიკური პროექტი DeepState - რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწიეს

„რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან წინ წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინულ ანალიტიკური პროექტის DeepState -ის ანალიტიკოსები იტყობინებიან. 

უფრო კონკრეტულად კი, მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა იამპოლთან და ლიმანთან ახლოს წინ წაიწიეს. 

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ფედერაციას წარმატებები ჰქონდა ნოვოეკონომიჩნოესა და მიროლიუბივკას რაიონებში, რომლებიც მირნოგრადის აღმოსავლეთით მდებარეობს.

ომი უკრაინაში - გენერალური შტაბის ანგარიში

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 18 ნოემბრის დასაწყისიდან რუსულ ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 

კერძოდ, ლიმანის სექტორში, რუსეთის არმიამ ხუთჯერ შეუტია უკრაინული დანაყოფების პოზიციებს.