Loading data...
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენი ვასილი ვესიოლი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენი ვასილი ვესიოლი დააკავა, რომელიც კიდევ ერთ უკრაინელ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ცუკერმანთან ერთად უკრაინის უმსხვილეს ნავთობქიმიურ საწარმოზე, „კარპატნაფტოხიმზე“ კონტროლის დამყარებას ცდილობდა. ამის შესახებ pravda.com.ua იუწყება.

ვესიოლი ამ ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის ოფისში ნაცბობები ჰყავდა, რომლების მას ბიზნესის ხელში ჩაგდებაში ეხმარებოდნენ. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, 2024 წელს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა „კარპატნაფტოხიმზე“ დაკისრებული სანქციები გააუქმა სახელმწიფოს უფასო წილის შემდგომი გადაფორმებით ფიქტიური პირის სახელზე.