Loading data...
უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი საშუალებების 17% მწყობრიდან გამოიყვანა

უკრაინის თავდასხმებმა სხვადასხვა ქარხანაზე რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი საშუალებების 17% მწყობრიდან გამოიყვანა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ზარალი ყოველდღიურად დაახლოებით, 1,1 მილიონი ბარელ ნავთობის წარმოებას უტოლდება.

როგორც მედიასაშუალება წერს, უკრაინამ გაააქტიურა დრონებით თავდასხმები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ და საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე. იერიშებმა რუსეთის მიერ ნავთობის გადამუშავება, ექსპორტი შეაფერხა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტი შექმნა.

რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა გახდა უკრაინის პასუხი ფრონტის ხაზზე მოსკოვის წინსვლასა და უკრაინის გაზისა და ელექტროენერგიის ობიექტებზე დარტყმებზე.

„როიტერის“ შეფასებით, კიევის ეს ქმედება არის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფსონების გაზრდის მცდელობა. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც რუსეთში ტურისტებისა და ფერმერების მხრიდან ბენზინზე მოთხოვნა მაქსიმალურ ნიშნულზეა.