1765546721
უცხოეთი
უკრაინის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელეს ორ რუსულ გემზე, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელა ორ რუსულ გემზე, „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს.
სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოძრაობა „შავი ნაპერწკალის“ წარმომადგენლებმა.
აღნიშნულ გემებს ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, აშშ-ის მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.
გემებს კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაარტყეს.