Loading data...
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მტრის სამეთაურო პუნქტზე ავიაიერიში მიიტანეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 12 იანვარს მორიგი მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის მე-2 გვარდიის კომბინირებული შეიარაღებული არმიის სამეთაურო პუნქტზე, რომელიც დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში მდებარეობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„ეს ოპერაცია დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტებზე დარტყმების სერიის გაგრძელებას წარმოადგენს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ავლენენ კოორდინაციისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მტრის სარდლობისა და კონტროლის საკვანძო ელემენტების, ასევე, სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და განადგურებაში“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.