Loading data...
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთს 25 აპრილამდე ქალაქ კონსტანტინოვკას დაკავება სურს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა კონსტანტინოვკას აღების დედლაინი დაადგინა და ქალაქის აღებას 25 აპრილამდე შეეცდება. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

როგორც უკრაინის მე-11 სამხედრო კორპუსის სპიკერმა დიმიტრი ზაპოროჟეცმა განაცხადა, მოწინააღმდეგის მოქმედების ტაქტიკა მეტყველებს, რომ ის უშუალოდ დასახლებულ პუნქტში შესვლას შეეცდება. ამ ტაქტიკას პლუსებიც აქვს და მინუსებიც - პირად შემადგენლობას შენობების სახით დამცავი ნაგებობები გაუჩნდება, ამასთანავე, ქუჩის ბრძოლების წარმოება მოუწევთ, რაც ყოველთვის დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული.

„ვადები, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დაადგინა, სრულიად არარეალისტურია. თუ კონსტანტინოვკას ასაღებად ყველა ძალას გადმოისვრიან და ბრძოლაში ჩართავენ, შეძლება ოქტომბრამდე რამე გამოუვიდეთ“, - განაცხადა ზაპოროჟეცმა.

რუსული ძალები შეტევებს რამდენიმე ტალღად ახორციელებენ - ჯერ სწრაფ ტრანსპორტს იყენებენ, შემდეგ ბაგებს და ავტომობილებს და ბოლოს - ჯავშანტექნიკას.

„რბკ უკრაინის“ წყაროების ცნობით, დონეცკის ოლქის აღება რუსული ძალებისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. მოწინააღმდეგეს წლის ბოლომდე ოლქის საზღვრამდე მისვლის იმედი აქვს. ამავე წყაროებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსული ძალები ამ ვადებში ამოცანას შეასრულებენ.