1762867254
უცხოეთი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე პოზიციიდან უკან დაიხიეს
უკრაინის თავდაცვის ძალების პრესმდივნის ვლადისლავ ვოლოშინის განცხადებით, 24 საათში 400-ზე მეტი საარტილერიო ჭურვისა და თავშესაფრების განადგურების გამო უკრაინული ძალები იძულებული გახდნენ ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე პოზიციით უკან დაეხიათ.
ვოლოშინმა დასძინა, რომ „სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს მეზობელი სოფლებისთვის - რივნეპოლიესთვის, სლადკესთვის და იაბლოკოსთვის“.
ვოლოშინის განცხადებამდე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნოვოე და სლადკოე აიღეს, თუმცა აღნიშნული განცხადება უკრაინულმა მხარემ არ დაადასტურა.
უკრაინული მხარის ცნობით, ბრძოლები გრძელდება.