უკრაინის შეიარაღებული ძალები რჩებიან კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში - ზელენსკი

უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის მოხსენების შემდეგ, ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.
„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების გარკვეულ რაიონებში“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ვითარება კვლავ მძიმეა ფრონტზე.
„დღის დასაწყისიდან, ჩვენს პოზიციებზე თითქმის 70 რუსული თავდასხმა მოხდა. ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი აგრძელებს შეტევის მცდელობას... ყველაზე მეტი ბრძოლა მიმდინარეობს პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანის და კურსკის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ყველა ბრიგადას, რომელიც იცავს უკრაინის პოზიციებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს დამოუკიდებლობის დაცვას, ხოლო რუსეთი აგრძელებს აშშ-ის მოწოდების უგულებელყოფას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.