„უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 2025 წელს აუცილებლად დაიწყება“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 2025 წელს აუცილებლად დაიწყება, თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცესი ძალიან რთული იქნება.
როგორც მატვიენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ „მანამდე გაჟღერებული ძირითადი პირობების მკაცრი დაცვით“.
„რა თქმა უნდა, შემდეგ წელს აუცილებლად დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ეს პროცესი ძალიან რთული იქნება. ცხადია, ნებისმიერ მოლაპარაკებებში საჭიროა კომპრომასების გამონახვა, თუმცა, რუსეთის მიერ უკვე წამოყენებული პირობების მკაცრი დაცვით.
სტამბოლის შეთანხმებამ, რომელიც ჩაიშალა, საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მიდგომებს. აღარ გავიმეორებ, მათ კარგად იცნობთ. ეს არის მუდმივმოქმედი, რასაც არც ერთი იოტით არ გადავუხვევთ.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა ის, რაც გამოვიარეთ მინსკის შეთანხმებების პირობებში, აღარ განმეორდება“, - ამბობს მატვიენკო.