Loading data...
უკრაინის სახელმწიფო ვალმა 213, 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია

2025 წლის ბოლოს მონაცემებით, უკრაინის სახელმწიფო ვალმა 213,3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია და ის დოლარებით გაანგარიშებაში 28,4%-ით გაიზარდა. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

„2025 წლის მიმდინარეობისას უკრაინის სახელმწიფო ვალი 47,3 მლრდ დოლარით გაიზარდა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ გრძელვადიანი საშეღავათო დაფინანსებით არის გამოწვეული“, - განაცხადეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროში.

ვალის 75% საგარეო პარტნიორების მიმართ დავალიანებაა. საგარეო ვალის ნახევარი ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეადგენს.

2025 წლის ბიუჯეტისთვის დაფინანსების ძირითადი წყარო გახდა G7-ის ქვეყნების ფული - 37.9 მლრდ დოლარი, კიდევ 12,1 მლრდ დოლარი უკრაინას ევროკავშირმა გამოუყო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ომის ერთი წელი ქვეყანას 120 მლრდ აშშ დოლარი უჯდება. 

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემას გეგმავს.