Loading data...
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა

31 მარტს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 289 თავდასხმის დრონი გამოიყენა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება. 

უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, უკრაინელებმა დილის 8:00 საათისთვის, რუსების 267 დრონი გაანეიტრალეს. 

გარდა ამისა, დრონების 20 დარტყმა დაფიქსირდა 11 ლოკაციაზე, ხოლო დრონის ფრაგმენტები ექვს ლოკაციაზე ჩამოვარდა. 

ოდესისა და პოლტავას რეგიონების ხელისუფლებამ გასულ ღამეს რუსული ძალების იერიშის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

პოლტავაში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.