Loading data...
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთი უკრაინას გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტითა და თითქმის 300 დრონით დაესხა თავს

უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

უკრაინის საჰაერო ძალების ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, 4 ივნისის ღამეს, რუსული ძალები უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და 293 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. 

საჰაერო თავდაცვის ძალებმა 264 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტისა და დრონის დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.