1777123649
უცხოეთი
უკრაინის საჰაერო ძალები: გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიშის მისატანად 47 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა
უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშის თანახმად, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიშის მისატანად 47 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი სამიზნე დნეპრი იყო.
ამასთან, რუსეთმა ხარკოვზე, ჩერნიგოვზე, სუმზე, ოდესასა და კიევის ოლქებზე მიიტანა იერიში.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა და 580 დრონი ჩამოაგდეს. დაფიქსირდა 13 რაკეტისა და 36 დრონის დარტყმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.