Loading data...
უკრაინის საჰაერო ძალები: გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 37 რაკეტით და 500 დრონით თავს დაესხა

უკრაინის საჰაერო ძალების განახლებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 37 რაკეტით და 500-ზე მეტი დრონით მიიტანეს იერიში. 

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 26 რაკეტის და 515 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

„20 ლოკაციაზე 11 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი დარტყმას ახორციელებდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 22 ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.