Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ანდრეი სიბიგა ვარშავაში პოლონელ კოლეგასთან შესახვედრად ჩავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დღეს, 3 ივლისს, ვარშავას ეწვევა, სადაც პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გეორგი ტიხიმ ჟურნალისტებს განუცხადა, წერს უკრაინული მედია

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სიბიგა იაპონიაში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნებისას პოლონეთის დედაქალაქს ეწვევა.

„მინისტრი იაპონიაში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში ბრუნდება. დღეს სამშობლოში დაბრუნებისას ის ვარშავაში პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის შეხვდება“, - განაცხადა ტიხიმ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე იმართება, მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვა, რაც უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფისთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ სახელის მინიჭებას მოჰყვა.