Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანზე: რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ რჩება

უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. 

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრე სიბიგამ „კარგი ამბავი“ დაინახა იმაში, რომ ორბანმა, მისი აზრით, აღიარა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ რჩება“, - განაცხადა სიბიგამ. 

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, უნგრული დრონები გადაფრინდნენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე.