Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთს პუტინის რეზიდენციაზე „თავდასხმის“ მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ მომხდარა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია სანდო მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა. 

სიბიგას თქმით, რუსეთის ვერაფერს წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ მომხდარა. 

„თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება უკრაინის მიერ „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ ბრალდებების დასადასტურებლად“, - აცხადებს სიბიგა. 

სიბიგამ აღნიშნა, რომ რუსეთს ცრუ განცხადებების გაკეთების დიდი ისტორია აქვს.

„მაგალითად, რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაესხმებოდა თავს უკრაინას 2022 წლის დასაწყისში. ისინი ასევე ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“, - აცხადებს სიბიგა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის უსაფუძვლო, მანიპულაციურ განცხადებებზე ასეთი რეაქციები მხოლოდ რუსულ პროპაგანდას უწყობს ხელს და მოსკოვს შემდგომი სისასტიკის ჩადენისკენ მოუწოდებს. 

„უკრაინა მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ დაუდასტურებელ ბრალდებებზე პასუხის გაცემისგან, რადგან ეს „ძირს უთხრის ბოლო დროს მიმდინარე კონსტრუქციულ სამშვიდობო პროცესს“, - დასძინა ანდრეი სიბიგამ

ინფორმაციისთვის, რუსული მხარის მტკიცებით, 29 დეკემბერს - უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსეთის მორიგი ტყუილი“ უწოდა.