Loading data...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

მისი თქმით, კიევი ახლა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაფიო რეაგირებას ელის.

„ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა, რომელიც მოსკოვის დანაშაულებრივ ომს იმ იარაღით ამარაგებს, რასაც 2022 წლიდან უკრაინელების სიცოცხლე ეწირება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.