უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა
უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და თანხა მოიპარა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, კიევმა ბუდაპეშტს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე, მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ დრომდე უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომელია, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ორ საბანკო მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ.
სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და თანხის მოპარვასთან. თუ ეს არის ბატონი ორბანის მიერ დღეს გამოცხადებული „ძალა“, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი.
ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოფიციალური ნოტა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, მივმართავთ ევროკავშირს, მისცეს მკაფიო შეფასება უნგრეთის უკანონო ქმედებების, მძევლების აყვანისა და ძარცვის შესახებ“, - წერს სიბიგა.
Today in Budapest, Hungarian authorities took seven Ukrainian citizens hostage. The reasons are still unknown, as well as their current well-being, or the possibility of contacting them.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) March 5, 2026
These seven Ukrainians are employees of state-owned Oschadbank, who were operating two bank…
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.