Loading data...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი „ჰამასზე“ უარესია, „ჰამასიც“ კი დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას

„რუსების დღევანდელი თავდასხმა აჩვენებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის აგრესიულ და ტერორისტულ მეთოდებს არ ცვლის“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა. 

„რუსები ასობით დრონით და რაკეტებით დაესხნენ თავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ყველა პარტნიორს გადამწყვეტი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს სიბიგა. 

სიბიგის თქმით, ეს არის განზრახ დემონსტრირება იმისა, რომ პუტინი არ ცვლის თავის მეთოდებს და კვლავ უარს ამბობს ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევაზე. 

„რუსეთი ჰამასზე უარესია. ჰამასიც კი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო ძალისხმევას. მოსკოვი კი პირიქით, აგრძელებს უაზრო ომს, რომელსაც ვერ მოიგებს“, - დასძინა ანდრეი სიბიგამ

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გამოიყენეს.