უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები
„პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„დღეს, უკრაინის მოთხოვნით, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ერთობლივი სპეციალური სხდომა გაიმართა.
ამ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები, ისევე როგორც მოსკოვის უახლესი მუქარები.
ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, დააშინოს ჩვენი სახელმწიფო და უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო თანამეგობრობა მყარად დგას უკრაინის გვერდით.
მე ვაფასებ ნამდვილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ყველა გზავნილს, ისევე როგორც ეუთოში შვეიცარიის თავმჯდომარეობის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Today, a special joint meeting of the @OSCE Permanent Council and the Forum for Security Co-operation in Vienna was convened at Ukraine’s demand.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 26, 2026
This joint meeting addressed Russia’s massive missile and drone attacks against Ukraine, as well as Moscow’s latest threats.
OSCE… pic.twitter.com/DYxw6LEtjY