Loading data...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა თავის პრინციპებზე უარს არ იტყვის და არ აწარმოებს პუტინთან მოლაპარაკებებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა თავის პრინციპებს არ ღალატობს და არ აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან. 

სიბიგას ჰკითხეს, როგორია კიევის ამჟამინდელი პოზიცია კრემლის ხელმძღვანელთან პირდაპირი მოლაპარაკებების თაობაზე  და ასევე რჩება თუ არა ძალაში პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების აკრძალვა, რის საპასუხოდაც სიბიგამ თქვა, რომ „დიახ, ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.”

დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად მკაცრია კიევის ეს პოზიცია, მან უპასუხა: „დღეიდან მოქმედებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ეს გადაწყვეტილება“.

მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში თქვა, რომ „უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია.“