Loading data...
უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდო, რომელიც მისი თქმით 2023 წელს უკრაინელი ხალხისა და არმიისთვის იყო განკუთვნილი, პოლონელი კოლეგას კაროლ ნავროცკის ფოსტით გაუგზავნა, სოციალურ ქსელში კი, განცხადებასთან ერთად ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯილდო პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მისამართზე გაიგზავნა.

ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს, ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონეთში ფიქრობენ, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.