უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გადადგა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„არ მსურს რომ ჩვენს პარტნიორებს კითხვები ჰქონდეთ უკრაინასთან მიმართებით. გადაწყვეტილება მიღებულია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, - აცხადებს ზელენსკი.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ერმაკს იმის გამო, რომ „მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის პოზიცია მის მიერ ყოველთვის ზუსტად ისე იყო წარმოდგენილი, როგორც უნდა ყოფილიყო“.
„მინდა, რომ ჭორები და სპეკულაციები არ არსებობდეს. რაც შეეხება ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ხვალ კონსულტაციებს გავმართავ მათთან, ვისაც შეუძლია ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა“, - დასძინა ზელენსკიმ.