1756230737
უცხოეთი
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 წლამდე ასაკის კაცებს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლება ექნებათ

უკრაინის მთავრობამ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები განაახლა. 18-დან 22 წლამდე ასაკის კაცებს ამიერიდან საზღვრის გადაკვეთის უფლება შეუფერხებლად აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ტელეგრამ არხზე იტყობინება.
„დღეს მთავრობამ განაახლა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურა. 18-დან 22 წლამდე ასაკის კაცებს საომარი მდგომარეობის დროს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლება ექნებათ. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელებმა შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები სამშობლოსთან“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ცვლილებები ძალაში შევა რეზოლუციის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.