Loading data...
უკრაინის მოქალაქე პოლონეთში ერთ-ერთ მონასტერში 5 ადამიანს დაესხა თავს, დაიღუპა მღვდელი - Polsatnews

უკრაინის მოქალაქე პოლონეთის ქალაქ იაროსლავში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში ხუთ ადამიანს დაესხა თავს. ინფორმაციას polsatnews.pl-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თავდასხმის შედეგად, სამი მღვდელი და ერთი ქალი დაშავდა. მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მღვდელი დაიღუპა.

31 წლის თავდამსხმელი დააკავეს. 

პოლიცია ინციდენტის გარემოებებს იძიებს.