უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, იანუკოვიჩს, დამატებით დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კიევის ოლქში მიწის ნაკვეთის უკანონო დაუფლების საქმეზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ 2007 წელს მან კიევის ოლქში სატყეო მეურნეობის ფონდის კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა. 17,5 ჰა-ის ფართობის ნაკვეთის სავარაუდო ფასი 22 მლნ გრივნაა (508 ათასი აშშ დოლარი). 2009 – 2011 წლებში ამ მიწაზე სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი აშენდა, რომელსაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ბიზნეს-ინტერესებში იყენებდა.
2025 წლის 28 აპრილს კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს ასევე დაუსწრებლად მიუსაჯა 15-წლიანი პატიმრობა. ის დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და დეზერტირობისთვის მოწოდებებში.