Loading data...
უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი აზაროვს სასამართლომ დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი, რომელიც საზღვარგარეთ იმალება, რუსულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობდა და უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებით იყო დაკავებული.

ანტიუკრაინული საქმიანობისთვის აზაროვი თავის რესურსებს, „ტელეგრამს“, იუთუბ-არხს და სოციალურ ქსელებში გვერდებს იყენებს.

რესურსების ადმინისტრატორი აზაროვის თანაშემწე იყო კიევის ერთ-ერთი რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც პროვოკაციულ მასალებს ამზადებდა.

სასამართლომ აზაროვი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით დამნაშავედ ცნო. მათ შორის არის სამშობლოს ღალატი, რომელიც ჩადენილია სამხედრო მდგომარეობის პირობებში.

აზაროვის თანაშემწეს სასამართლომ, ასევე დაუსწრებლად, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.