1771595039
უცხოეთი
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და მოლდოვამ დააკავეს დაჯგუფება, რომელიც უკრაინაში ცნობილი პირების მოკვლას აპირებდა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და მოლდაველმა სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოააშკარავეს, რომელიც უკრაინაში ცნობილი პირების, მათ შორის უცხოელების მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
უკრაინაში დაკავებულია 7 პირი, მოლდოვაში - 3, მათ შორის არის 34 წლის რეციდივისტი, რომელიც დაჯგუფების ლიდერი იყო. დაკავებულთა ვინაობა არ საჯაროვდება.
დაჯგუფება სხვადასხვა პირებზე, მათ გადაადგილებაზე ინფორმაციას აგროვებდა. თითოეული ადამიანის მკვლელობისთვის მათ 100 000 დოლარს ჰპირდებოდნენ.
ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ნაციონალურმა პოლიციამ და მოლდოვის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს.