Loading data...
უკრაინის ძალებმა სამარის ოლქში საწარმოზე საჰაერო იერიში განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე საწარმოზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც რეგიონის გუბერნატომა ვიაჩესლავ ფიოდორიშევმა დაწერა, სამარის ინფრასტრუქტურა „ლოკალურად დაზიანდა“. შეიქმნა ოპერატიული შტაბი და დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

უკრაინული წყაროების ცნობთ, იერიში, სავარაუდოდ, რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური დარგის მსხვილ საწარმოზე, „პროგრესზე“ განხორციელდა. აქ საშუალო კლასის რაკეტებს და ავტომატურ კოსმოსურ აპარატებს აწარმოებენ. „პროგრესის“ გვერდით ქარხანა „ავიაკორი“ მდებარეობს, სადაც რუსული თვითმფრინავების რემონტი და მოდერნიზაცია ხდება. გამოცემა Astra იუწყება, რომ სამარაში ცეცხლი გაუჩნდა საამქროს, რომელიც კოსმოსურ ცენტრს ან საავიაციო ქარხანას ეკუთვნის.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი იუწყება, რომ რეგიონის თავზე 8 უპილოტო საფრენი აპარატი იყო განადგურებული, მათ შორის დომოდედოვოში, ოდინცოვოში, რამენსკში, ჩეხოვოში, შატირში და ვოსკრესენსკში. ერთი დრონი კერძო სახლს მოხვდა, დაშავდნენ 55 წლის ქალი და 9 წლის ბავშვი.

ასევე 14-15 აგვისტოს ღამით იერიშები რუსეთის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა, მათ შორის პენზის, იაროსლავლის და როსტოვის ოლქებზე. იაროსლავლის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რის გამოც 1000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.