Loading data...
უკრაინის ძალებმა ყირიმის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც მოძრაობის, „რუსეთთან ერთად ვართ“ თავმჯდომარემ ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, უკრაინულმა ძალებმა შეტევა ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 6 ATACMS ჩამოაგდეს. სიმფეროპოლის მახლობლად ამ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა.

თავის მხრივ, ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ შეტევა ჯანკოის აეროდრომზე განხორციელდა. იქ სულ მცირე 5 სამხედრო დაიჭრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას შორი და მცირე რადიუსის მოქმედების ATACMS-ები მიაწოდა, რომელთა გამოყენება მათ შორის ყირიმშიც არის შესაძლებელი. მიწოდებული რაკეტების რაოდენობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული.