Loading data...
უკრაინის ძალებმა ასტრახანის პორტში გემი გაანადგურეს, რომელსაც ირანული დრონები გადაჰქონდა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ასტრახანის პორტში გემი ააფეთქეს,რომელსაც ირანული, Shaheed-ის ტიპის დრონები გადაჰქონდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ამ პორტს რუსეთი იყენებს, როგორც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პუნქტს, რომლის მეშვეობით კასპიის ზღვის გავლით ირანიდან სამხედრო ტვირთების მიწოდება ხდება.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დაზიანებულია გემი „პორტ ოლია-4“, რომელიც Shaheed-ის ნაწილებით და საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.