Loading data...
უკრაინის დრონებმა სამარაზე საჰაერო ეირიში განახორციელეს, დაღუპულია ერთი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ სამარაზე და ნოვოკუიბიშევსკზე დრონებით იერიში განახორციელეს. ნოვოკუიბიშევსკში შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაჭრილები. სამარაში მრავალსართულიანი სახლის ორი ზედა სართული და სახურავი დაზიანდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

სამარის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშევის თქმით, საცხოვრებელ სახლს დრონების ნამსხვრევები დაეცა.

უკრაინულმა დრონებმა იერიში ყირიმზეც განახორციელეს. სევასტოპოლის თავზე 15 უკრაინული დრონი იყო განადგურებული.