უკრაინის დაზვერვის ცნობით, ირანი ბელარუსს დახმარებას სთხოვს ისრაელთან ომის დროს დაზიანებული თავდაცვითი სისტემების აღსადგენად

ირანი ბელარუსის დახმარებას ითხოვს ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს დაზიანებული თავდაცვითი შესაძლებლობების აღსადგენად, - ნათქვამია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში, რომელსაც გუშინ უკრაინული მედია ციტირებს.
კვირის დასაწყისში ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მოლაპარაკებებში ოფიციალურად ეკონომიკური კავშირები განიხილებოდა, უკრაინის დაზვერვის ცნობით, თეირანმა დახმარება ითხოვა საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეკეთებაში.
„რუსეთისგან განსხვავებით, ბელარუსი ბოლომდე არ არის შეზღუდული სამხედრო-ტექნიკური სფეროში სანქციებით და შეიძლება გახდეს ირანის თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენის არხი“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.