უკრაინის დაზვერვა: უკრაინის მოსაზღვრე რაიონებს ჩრდილოკორეელი სამხედროები არტილერიით ცეცხლს უხსნიან
უკრაინის ტერიტორიას არტილერიისა და დრონების გამოყენებით ჩრდილოკორეელი სამხედროები ცეცხლს უხსნიან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელები ზალპური ცეცხლის სისტემების კორექტირებით არიან დაკავებულები.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2026 წლის იანვრიდან ჩრდილო კორეელების დაჯგუფება რუსეთის კურსკის ოლქში იმყოფება, საიდანაც უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით მუდმივად ცეცხლი იხსნება. ბოლო დროს ჩრდილოკორეელებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაც აითვისეს, რასაც უკრაინელთა წინააღმდეგ იყენებენ.
უკრაინული დაზვერვა იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 3 ათასამდე კორეელი სამხედრო დაბრუნდა, რომელთა უმეტესობა იქ სამხედრო ინსტრუქტორი გახდა. უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას ეს ადამიანები ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს უზიარებენ.