Loading data...
უკრაინელი მოსწავლეები და სტუდენტები „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების“ კურსს შეისწავლიან, რომელიც იარაღის გამოყენების სწავლებასაც ითვალისწინებს

უკრაინელი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, სქესის მიუხედავად, ამიერიდან შეისწავლიან „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების“ კურსს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მოქალაქეების ეროვნული წინააღმდეგობისთვის მომზადების გარკვეული საკითხების შესახებ. დოკუმენტი წარმოადგენს ახალ სასწავლო მოდელს, რომელიც ინტეგრირებულია საგანმანათლებლო პროცესში, ყველა დონეზე - საშუალოდან უმაღლეს განათლებამდე.

ცვლილებები ითვალისწინებს „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების“ დისციპლინის დანერგვას, სპეციალური სასწავლო ცენტრების შექმნას და არეგულირებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას პრაქტიკული წვრთნებისთვის.