1787050822
უცხოეთი
უკრაინელი დეპუტატი თავდაცვის სფეროში კორუფციის შესახებ აცხადებს
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსანდრ კაჩურა თავდაცვის სფეროში კორუფციის მაღალ დონეზე საუბრობს. მან ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო კომისარიატებში ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად 50-დან 150 ათას დოლარამდე ქრთამის გადახდაა საჭირო.
„ჩემი ინფორმაციით, სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ქრთამი 50-დან 150 ათას დოლარამდე აღწევს და ეს ადამიანები, რომლებიც უზარმაზარ თანხას იხდიან ამ თანამდებობაზე მოსახვედრად, რას აკეთებენ თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად?“, - აცხადებს დეპუტატი.
კაჩურას თქმით, მოქალაქეების მიერ სამხედრო კომისარიატებიდან უკანონოდ გათავისუფლების ან ჯარში გაწვევისგან თავის არიდების ფასი, რეგიონის მიხედვით, 10-დან 15 ათას დოლარამდე მერყეობს.