უკრაინელი დეპუტატი: სირსკი ცეცხლის შესაწყვეტად მზად არის, რადგან არ სჯერა, რომ გავიმარჯვებთ
უმაღლესი რადას დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა სოციალურ ქსელში წერს, რომ არაერთმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი თანახმაა, რუსეთთან ცეცხლის შეწყდეს, რადგან „მას არ სჯერა, უკრაინის გამარჯვების“.
როგორც მარიანა ბეზუჰლა აღნიშნავს, მის ამ პოზიციას სირსკის გარშემო მყოფებიც იზიარებენ.
„არ ვაპირებ, გავჩუმდე. რატომ ახლა? რადგან ყოველი დღე, რომელსაც სირსკი ამ პოსტზე ატარებს, ამცირებს ჩვენს შანსებს და გვიკლავს ხალხს. არაერთმა წყარომ დამიდასტურა ორი უაღრესად მნიშვნელოვანი პუნქტი სირსკის და მისი გარემოცვის პოზიციასთან დაკავშირებით - ის თანახმაა, ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას და კაპიტულაციისა თუ იძულებითი მშვიდობის სხვადასხვა ვარიანტებს დასთანხმდეს. მას არ სჯერა გამარჯვების და გულწრფელად მიაჩნია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, საკუთარ მიწაზე, რუსებზე უპირატესობის მოვიპოვოთ“, - წერს დეპუტატი Facebook-ზე.
ცნობისთვის, მარიანა ბეზუჰლა აქტიურად აკრიტიკებს გენერალ სირსკის გადაწყვეტილებებს და მას არმიის მართვის უუნარობაში ადანაშაულებს.