1770049291
უცხოეთი
უკრაინელი დეპუტატების განცხადებით, ნატოს გენმდივანი 3 თებერვალს კიევს ეწვევა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე 3 თებერვალს კიევს ეწვევა, სადაც ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატებმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა და ალექსეი გონჩარენკომ განაცხადეს.
უმაღლესი რადას მე-15 სესია სამშაბათს, 3 თებერვალს, გაიხსნება. დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლაცაა.
„ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა“, - წერს გონჩარენკო.
„იქნება გახსნა, ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლა და მთელი რიგი პროცედურული საკითხები“, - აღნიშნა ჟელეზნიაკმა.
უკრაინის დედაქალაქში რუტეს ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა.