Loading data...
უკრაინელებმა კუპიანსკის საქალაქო საბჭოს შენობის სახურავზე უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინის დამცველები აგრძელებენ კუპიანსკის რუსული საოკუპაციო ძალებისგან გაწმენდას. უკრაინის ეროვნული გვარდიის „ ქარტიის“ მე-2 კორპუსის მებრძოლებმა კუპიანსკის საქალაქო საბჭოს შენობაზე კონტროლი დაამყარეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სადაზვერვო ჯგუფი „ქარტია“ და ტაქტიკური ჯგუფი „კუპიანსკი“ ქალაქის გაწმენდას ასრულებენ. მისი განბლოკვა ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსის მეთაურობის ხელმძღვანელობით ჩატარებული წარმატებული ოპერაციის წყალობით გახდა შესაძლებელი. 

„მე-4 ბატალიონის სადაზვერვო-დამრტყმელი ჯგუფის (R.U.G.) ჯარისკაცებმა კუპიანსკის ცენტრში, მერიის შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. კუპიანსკის ოპერაცია ადასტურებს, რომ დაგეგმვის, მეთაურებისა და შტაბების მაღალი ხარისხის მომზადების წყალობით - შესაძლებელია მტრის წარმატებით შეჩერება და განადგურება“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.