Loading data...
უკრაინელების ნდობა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ შემცირდა

„ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა“, - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოკითხვა 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ შვედეთის, ესტონეთისა და კანადის მიმართ.

კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებით ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელების დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ასახავს მათ ზოგად განწყობას დასავლეთის მიმართ, რაც შეიძლება, გავლენას ახდენდეს ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე.

გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნატოსთან მიმართებითაც: მაჩვენებელი +39.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იგი +61.8%-ს შეადგენდა.